HoneyHost არის ამბიციური და სწრაფად მზარდი კომპანია ვებ ჰოსტინგ მომსახურეობის სფეროში.
ინტერნეტის სრული პოტენციალის გამოყენებით, ჩვენ ვქმნით უფრო სწრაფ, მოხერხებულ და დაცულ სივრცეს ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელი ვებ-გვერდისათვის.
ბაზარზე სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შექმნილი გვაქვს სხვადასხვა მახასიათებლებისა და ღირებულების ვებ ჰოსტინგის პაკეტი, ასევე გვაქვს 500-ზე მეტი დომენის ზონა, რაც გაგიმარტივებთ სასურველი დომენური სახელის შერჩევას, ხოლო უსაფრთხოებისთვის გთავაზობთ SSL სერტიფიკატებს.
რა არის ჩვენი უპირატესობები?
- გამოცდილ ტექნიკოსთა ჯგუფი გაგიწევთ 24/7-ზე ტექნიკური მხარდაჭერას.
- ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ვებ გვერდის უფასო ტრანსფერს ჩვენს სერვერზე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
- გამოსცადეთ ჩვენი ჰოსტინგი რისკის გარეშე! თუ თქვენ უკმაყოფილო დარჩებით ჩვენი მომსახურეობით, 30 დღის განმავლობაში ხელშეკრულების მიხედვით უფლება გაქვთ მოითხოვოთ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
- ჩვენ ვიყენებთ Google Cloud-ის სერვერების რესურსს, რაც ნიშნავს დაცულობის უმაღლეს დონეს, სისწრაფეს და სტაბილურობას.