მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს მიზანს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ დავიცვათ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და უზრუნველვყოთ მისი კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU) 2016/679 („GDPR“) და EU-US–ს შესაბამისად.

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

ანგარიშის ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია

კომპანია აგროვებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც აუცილებელია ვებ-გვერდზე რეგისტარციასა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობისათვის.

აღნიშნული პერსონალური მონაცემებია:

თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@honeyhost.net

საიდენტიფიკაციო მონაცემების გადამოწმება
"ICANN"-ის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დომენის ახალი სახელის რეგისტრაციამდე, ჩვენ შესაძლოა მოგთხოვოთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (მაგალითად, თქვენი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი, მართვის მოწმობა, ლიცენზია ან სხვა დოკუმენტები, საჭიროებისამებრ, რაც ნებადართულია მოქმედი კანონებით) წარდგენა.

ფინანსური ინფორმაცია
ჩვენ ანგარიშწორებისთვის ვიყენებთ მესამე პირის მომსახურებას ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ბარათის შესახებ.

კომუნიკაცია, ჩატები, შეტყობინებები
გვიკავშირდებით ჩატის თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ჩვენ ვინახავთ ინფორმაციას აღნიშნული კომუნიკაციის შესახებ.

Cookies და მსგავსი ტექნოლოგიები
Cookies და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ მომხმარებლის ქცევებს. მაგალითად: მომხმარებლის მიერ დაწკაპუნებულ ბმულებს, შეძენილ ნივთებს და სხვა. ასევე ვაგროვებთ ამ მონაცემებს ანალიტიკური მიზნებისათვის. ეს გვეხმარება მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები.

მონაცემების და მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია
სისტემა ავტომატურად აგროვებს მონაცემებს იმ მოწყობილობების შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ჩვენს ვებ-გვერდზე და/ან პლატფორმაზე წვდომისათვის. ეს ინფორმაცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგით: ინტერნეტის პროვაიდერი (ISP), ოპერაციული სისტემა, თარიღი, დრო, IP მისამართი და ა.შ.

ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია IP მისამართით, რათა მოვახდინოთ მომსახურების პერსონალიზაცია.

რისთვის და როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?
მომხმარებლის მიერ ჩვენს პლატფორმასთან უკუქმედების შესაფასებლად ვიყენებთ ინსტრუმენტს, სახელწოდებით "Google Analytics". დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Google -ს მისამართზე: https://policies.google.com/privacy

შეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ შემდეგი მიზნებისათვის:

პერსონალური მონაცემების შეგროვების წყაროები
ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მომხმარებელი გვაწვდის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას. აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შეგროვების წყაროებია: სოციალური ქსელი (მაგალითად, Facebook, Google და ა.შ.), ორგანიზაციის პარტნიორები და სხვა იურიდიული წყაროები.

პერსონალური მონაცემების წაშლა
მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ინახება მანამ, სანამ აბონენტის ანგარიში აქტიურია ჩვენს ვებ-გვერდზე. როდესაც მომხმარებელი აუქმებს ანგარიშს, მის შესახებ შენახული პერსონალური ინფორმაციაც იშლება, გარდა იმ აუცილებელი ინფორმაციისა, რომელსაც ორგანიზაცია საჭიროებს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე.